''ყოველი თვე 2024 წლამდე ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში - პარტიებმა უნდა მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები'' - ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს, პოლიტიკური პარტიები არჩევნების კონსტიტუციურ ვადას ვერ დაელოდებიან და ამიტომ, “ვადამდელი არჩევნები უნდა მოითხოვონ”.

მისი თქმით, ახლა “ქართულ ოცნებას” ხალხისგან ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული.

 

“ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, მძიმე სოციალური ვითარება. შესაბამისად, ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას და დღითიდღე გვაშორებს დასავლურ სამყაროს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ფუფუნება, რომ დაელოდონ ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ ვადებს. უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ახალი ათვლის წერტილი იპოვოს თავის განვითარებაში”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

წაკითხვა 270 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.