''არახამიამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომაც თავის პრობლემებს მიხედოს - საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში''

ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცებს რაღაცებს რომ ედავება, ეს უკვე სასაცილოა. არახამიამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომაც თავის პრობლემებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, "საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში და დღემდე ნული პროგრესი აქვთ".

 

„მთავარი პარადოქსიო აქ ისაა, რომ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში. ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოვლენა. ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა, მოჰყვებათ წინა ხელისუფლებებიდან, მაგრამ დღემდე ნული პროგრესი აქვთ ამ კუთხით, დღემდე ითვლება, რომ უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო, რაც რეიტინგებსა და ყველაფერში არის ასახული. როდესაც ასეთი ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო რაღაც სიას დებს, ეს უკვე არასერიოზულია, ეს მართლა სასაცილოც კი არ არის. ეს ერთი და მეორე, ეს ხომ ახალი არაფერი არ არის? ამაზე ლაპარაკობს არახამია უკვე თვეებია. ეს, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგია და ამის უკან რა იმალება, ესეც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, აქაც ვერ გავხსნით კარტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორი მთავარი პრობლემა აქვს დღეს უკრაინას, ერთი არის ომი და მეორე კორუფცია და "ჯობია, რომ ამ ყველაფერს მიხედონ".

 

„არგუმენტი ხომ უნდა იყოს მოყვანილი. ერთადერთი რაც მითხრეს ისაა, რომ მიწერილია ყველგან ევტუშენკოვის გვარი. იმ ევტუშენკოვის, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი. ბაიდენის შვილის ბიზნეს პარტნიორია და ამ პარტნიორობისა და თეთრ სახლთან მჭიდრო კავშირის გამო ამერიკამ არ შეიყვანა თვითონ ევტუშენკოვი სანქცირებულთა სიაში. ევტუშენკოვი არ შეიყვანეს სანქცირებულთა სიაში და ევტუშენკოვთან კავშირის გამო ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს, ეს ხომ საოცრებაა. მალე შეიძლება ბაიდენის სანქცირებულთა სიაში შეყვანაც მოითხოვოს არახამიამ. ასეთ აბსურდში არიან ესენი შესული. ესეც ხომ პარადოქსია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცას ედავება რაღაცას, თავის კორუფციას მიხედონ, იხრჩობა ქვეყანა კორუფციაში. ორი რამე აქვს მთავარი პრობლემა დღეს უკრაინას, ერთი არის ომი და მეორე კორუფცია, ჯობია, რომ ამ ყველაფერს მიხედონ. ჩვენ ზუსტად მაგ ორი საკითხით ვართ კარგად დაკავებული, მშვიდობა და კორუფციასთან ბრძოლა ეს არის ის, რაც აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 280 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.