"უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს"

უკრაინის მიერ, ბიძინა ივანიშვილის შეყვანა სასანქციო ნუსხაში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მისი მოქმედებები არის უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს.

 

„მესმის, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სპეკულაციები ზუსტად ისეთი იქნება, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები დაუკავშირონ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ უკრაინის ეროვნული ინტერესია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მოხვდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება და რომელი ქვეყნიდან. განსაკუთრებულ სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალურ მმართველობაში გადასული ბიძინა ივანიშვილის ასეთ ნუსხაში შეყვანა უკრაინის მიერ, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მისი მოქმედებები არის უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი.

 

როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესიაა და ამ მძიმე ვითარებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ახლა უკვე არაფორმალური მმართველი და გავლენიანი ადამიანი, სანქციათა ნუსხაში ხვდება, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროა, იმ კონტექსტში, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან სანქცირებულთა ნუსხაში, განსაკუთრებით უკრაინისთვის ასეთ მძიმე პერიოდში.

 

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის დასანქცირებაზე დღეს უკვე საუბრობს USAD-ის სერიოზული ანგარიში. ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის რუსულ კავშირებში გახვეული და ეს კავშირები არ ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებას.

 

ორი განზომილებაა – ბიძინა ივანიშვილის პირადი კავშირები ევტუშენკოვთან, რომელიც იყო გამოქვეყნებული კორუფციის სააგენტოს ვებგვერდზე. მეორე განზომილება არის ბიძინა ივანიშვილის გავლენა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე არაფორმალური მმართველობის პირობებში, როდესაც მისი გადაწყვეტილებით, საქართველო არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით წარმოიშვა ბევრი კითხვის ნიშანი, ასრულებს თუ არა საერთაშორისო ვალდებულებებს. ამიტომ, ეს არის მისი პირადი კავშირები რუსეთთან და საქართველოს სახელმწიფოს ჩამოცილება უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან – ამ ორი განზომილების მიხედვით გვესმის, რატომ შეიყვანეს ივანიშვილი ნუსხაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წაკითხვა 267 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.