'' შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით''
შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით - არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ან პოლიტიკური საკითხები გადაიჭრას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა საზოგადოების შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს, რაც, ხვიჩიას აზრით, იმ ადამიანების შეწყალებით მიიღწევა, რომლებიც სასჯელს ძალადობისთვის არ იხდიან და არ ჰყავთ დაზარალებული.
„თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან - მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით, ეს რთული იქნება, ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა ეფექტიანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ისაუბრა შერიგებაზე, მაგრამ ახლა საქმეც უნდა მოაყოლოს. უნდა გაჩნდეს მექანიზმი, რაც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ასეთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი შეწყალების მექანიზმია. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ან პოლიტიკური საკითხები გადაიჭრას, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა იყვნენ. უნდა გამოუშვას ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები და რომელთა საქმეშიც არ არიან დაზარალებულები, მინიმუმ ამით შეგვიძლია დავიწყოთ შერიგების პროცესი. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილს - ეს პოლიტიკური საკითხებია და ცალკე უნდა გადაწყდეს. ყველაფერი უცბად და ერთდროულად არ გამოდის, ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და ვაჩვენოთ, რომ საზოგადოების შერიგების პროცესი იწყება და არა პოლიტიკოსების, რომლებიც ხვალ ისევ იჩხუბებენ",- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევაზე კვლავ იქნება მისი ძალისხმევა გაწეული.
„არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა