მედიის ცნობით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად დაჭრილი 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად დაჭრილი 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივ ბიუროს ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში დაადასტურეს, რომ ადგილზე ჯანდაცვის სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.
ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.
გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები დღეს დილიდან მიმდინარეობს. მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია იძაბება. ბოლოს მსგავსი ინციდენტი 14 სექტემბერს მოხდა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
