"19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე ინიციატივას კი წელს არ განვიხილავთ"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ერთობლივ განცხადებას, სადაც მათ შორის აღნიშნულია, რომ დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნებაა საჭირო.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ძალიან კარად იციან, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

 

კობახიძემ ასევე შეაფასა განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება უნდა განხორციელდეს 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით. კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებულ ინიციატივას წელს არ განიხილავენ.

 

„19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და ეს მათ ძალიან კარად იციან. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის შემცირებას, წელს ამ ინიციატივას არ განვიხილავთ. შეიძლება, განვიხილოთ გაისად, შეიძლება, 2024 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ამ კანონის მიღების ეშინია, რადგან მის ქვეშ ისეთი პირები მოექცევიან, ვისი მოხვედრაც არ სურთ.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მმართველ გუნდს ყველა მიმართულებით ექნება ინიციატივა და შესაბამის კანონპროექტებს გაჰყვებიან.

„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, მათ ეშინიათ, რომ ამ კანონის ქვეშ მოჰყვება კეზერაშვილი და სხვები. ამიტომ არ უნდათ ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ანტიკორუფციულს, ჩვენ კანონპროექტს გავამზადებთ, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ჩვენ გვექნება ჩვენი ინიციატივები და შესაბამის კანონპროექტებს გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 235 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.