''რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაცმოძრაობაში"

რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაციონალურ მოძრაობაში", ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა პარტიის შიგნით გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს.

 

"ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა საზოგადოება. მთავარი პრობლემაა, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა" , - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

 

პარტიის ინფორმაციით, ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის შედგა, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად და მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა.

წაკითხვა 249 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.