''უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი'' - გრიგოლ ლილუაშვილი
უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი.
ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს , - ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ტოტალურ მოსმენებთან დაკავშირებით. სოხუმის დაცემის დღეს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ლილუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ უსმენს მათ მისი სამსახური და თუკი მოსმენები კანონიერად ხორციელდება, პროკურატურა რატომ ანიჭებს "კრებსებში" მოხვედრილ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს.
"ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? დაგაშანტაჟათ თუ რა? რომელი კრებსები იყო? აუდიო? ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007? ამ სისულელეებს? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, გადმოგვეცით ის მასალები, რაც გაქვთო და გადაეცით მასალა, თუკი გინდათ გარკვევა. ოღონდ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემოქმედი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიაა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა .
პროკურატურამ 2022 წელს ათობით ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი - მიზეზი სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფაილებში მათი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებია, რომლებიც უკანონო მოსმენისა და მიყურადების შედეგად არის მოპოვებული და რომლის ავთენტურობასაც ყველა ჟურნალისტი ადასტურებს.
მოსმენების საქმეზე სარჩელები საქართველოდან გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
