"მინდა აფხაზებს მივმართო: არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე"
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებულ სამხედრო გაწვევას ეხმაურება და განაცხაადა, რომ რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის ფონზე ჩნდება საგანგაშო ეჭვი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები „ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულები“.
ხოშტარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს მიმართა და მოუწოდა, რომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ და „ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე არ ჩაჰყვნენ“.
„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართოთ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს:
პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ ეს უფლება დაუსჯელად დავუტოვოთ. მათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.
მეორე: მე მინდა აფხაზებს მივმართო, რომლებიც დღეს ამ საფრთხის წინაშე არიან. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, პოლიტიკური, ისტორიული, მორალური კრახის წინაშე. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და რუსეთი პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე დარჩება. ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი ამ ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას, მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე.
მესამე: მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ადამიანები საქართველოში მივიღოთ და მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ყველანაირ უფლებაზე ვიზრუნოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო