" ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!' - ნიკა მელია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვაზე
ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით - ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წერს, რითაც წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვას ეხმაურება.
როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა - ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!
„ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი - ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!”- წერს მელია.
შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
