"სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ"
მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ აღელვებს პროცედურასთან დაკავშირებული ეს ტყუილი და მხოლოდ ორი ადამიანის ხმამაღლა საუბარზე აქვთ პრეტენზია.
,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში, ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გააკეთეს. ეს ნაწილი, პროცედურის, არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღლა გადალაპარაკება აღელვებთ, ასეთი მყარები არიან ისინი არგუმენტებში და როცა, ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, და ასეთ ტყუილებს, ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ, მოღალატეობრივად, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
