"აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს"

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც.

 

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადების დროს

წაკითხვა 344 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.