"საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება"- კახა კალაძე
საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.
„კახა კალაძეს არასდროს არ დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, არასდროს. აი, თუნდაც ახალი არჩეული იყო საკრებულო, როდესაც ვიყავი მისული. მაშინვე დავაფიქსირე ჩემი მზადყოფნა თანამშრომლობასთან, მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, განცხადებები, შეურაცხყოფები, ცილისწამება. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვეტ მე. მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება.
რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს. თუკი რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უპირველესად, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ, რეალურად რა მოხდა, რა პრობლემა იყო.
მე არ მინდა უბრალოდ, გამომივიდეს არასწორად, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი რაიმე განცხადებებით ხელი შევუშალო გამოძიებას“, – განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
