"ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ყველა პლატფორმაზე მხარი დავუჭიროთ უკრაინას"
ჩვენ არ დავიშურებთ ყველგან ძალისხმევას, ყველა პლატფორმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეის შეჯამებისას განაცხადა.
„დღეს ჩატარდა ყირიმის პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი. სამიტმა მიიღო ასევე საბოლოო დეკლარაცია, რომელშიც მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის აგრესია, ასევე ის ე.წ რეფერენდუმები, რომლებიც ჩატარდა უკრაინის ტერიტორიაზე და ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსია რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაციამ ამ დეკლარაციას მხარი დაუჭირა, ისევე როგორც სხვა ყველა პლატფორმაზე ჩვენ აქაც მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა სიტყვით გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ეგზისტენციალური საფრთხეები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ეს აგრესია შეიძლება ნებისმიერ მომენტში განმეორდეს, ჩვენ ყველგან არ დავიშურებთ ძალისხმევას, ყველა პლატფორმაზე რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყირიმის პლატფორმის ფორმატში საფრანგეთისა და მოლდოვის დელეგაციებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
როგორც სამახარემ აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას მსგავსი პრობლემა აქვთ, რადგან რეკომენდაციები ზოგადი ხასიათის არის. ხოლო საფრანგეთის დელეგაციასთან უსაფრთხოებისა და ოკუპაციის საკითხები განიხილეს.
„რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მსგავს პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, აქაც გვქონდა შეხვედრები საფრანგეთის და მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციებთან, რა თქმა უნდა ძირითადი საკითხი მოლდოვასთან იყო, ის თუ როგორ ასრულებენ ისინი საკუთარ რეკომენდაციებს, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ერთმანეთთან თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგანან მოლდოველებიც რაც ჩვენ, არის ზოგიერთი რეკომენდაცია რომელიც მათთვისაც ბოლომდე გასაგები არ არის და ჩვენთვისაც ბუნდოვანია, შესაბამისად ამაზეც გვქონდა საუბარი. რაც შეეხება საფრანგეთის დელეგაციასთან, იქ ძირითადად საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოება, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ხაზი იყო გასმული საფრანგეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ საფრანგეთის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში“, – აღნიშნა სამხარაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო