" ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი"
მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას.
მისი თქმით, ივანიშვილი დროულად უნდა ჩამოსცილდეს არაფორმალურ მართვას და დეოლიგარქიზაციის კანონი ამ მხრივ, მისთვის კარგი საშუალებაა.
"ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად ამ სიაში მოჰყვა, რაც არის დამღა და მასთან ურთიერთობას არც ერთი წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს, არც ერთ ქვეყანაში არ შეუშვებენ, რომელიც ცივილიზებული დასავლური სამყაროს ნაწილია. დაიძრა ეს მატარებელი, ივანიშვილის სანათესავო რომ უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამიტომ დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას.
ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება ამ სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით",- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
