"უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში"
შალვა პაპუაშვილი კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.
„გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი.
საქართველო
✅ პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს,
✅ უსწრებს ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას,
✅ უსწრებს ნატოს წევრ 5 ქვეყანას.
აქვე გავიხსენოთ, რომ
✅ საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას),
✅ კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.
ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა - საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას - ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აწია თანხმობის ნიშნად ხელი.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება:
▪️ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას;
▪️კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით;
▪️კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვრივალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები)“, - წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
