"ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, რადგან საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით ჩვენ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“- იაგო ხვიჩია

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების საკითხის შეფასებისას.

 

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, აღნიშნულ გაერთიანებას „გირჩი“ გულშემატკივრობს, რადგან მისი პარტია „გირჩი - მეტ თავისუფლებაში“ ხშირად ეშლებათ და ამაზე „ღელავენ“.

 

ხვიჩიას თქმით, მიდის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე ნადირობა, რაც არ გამოუვათ.

 

იაგო ხვიჩია ამომრჩეველს მოუწოდებს „გირჩს“ მიაქციოს ყურადღება.

 

„სექტემბერმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა, თორემ აგვისტოში განაცხადეს, რომ სიტუაციის რადიკალიზაცია მოხდებოდა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე მუშაობა. თუ მიხეილ სააკაშვილი წავა ქართული პოლიტიკიდან, ბევრ ადამიანს გაუჩნდება შანსი, ეს ხმები ვიღაცასთან ხომ უნდა წავიდეს?! - ამიტომ, ბუნებრივია, ამ ხალხის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებზე ნადირობა. მე მგონია, რომ არ გამოუვათ. ჩემი აზრით, ეს ხალხი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჩამნაცვლებლები. სააკაშვილის თვისებების ერთობლიობა ჰქონდა. ამომრჩეველს მოვუწოდებდი, რომ ჩვენ მოგვაქციონ ყურადღება. მიხეილ სააკაშვილიც კი ფიქრობს ახალი ცხოვრების დაწყებაზე და მე ამ ადამიანებს მოვუწოდებდი, მათაც იფიქრონ ახალი ცხოვრების დაწყებაზე. ახალი ცხოვრების დაწყება არ ნიშნავს სააკაშვილის მსგავსის მოძებნას. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, მისი მსგავსი არავინ გვყავს. მე რომ დავიწყო მცდელობა მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლების ეს სასაცილო იქნება, ჩემს შემთხვევაშიც და სხვა ადამიანის შემთხვევაშიც. საკუთარი განცხადებებით „ნაცზე“ „ნაცი“ იყო , შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს, მაგრამ მოგებას არ მოიტანს. მოგების გზა არის „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლის წამოყვანა. განსხვავებული იდეის გაჩენა ცვლის თამაშს, რომელსაც ყურადღებას მიაქცევს „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ამომრჩეველი.

 

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალურ მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად. არ გამოვრიცხავ, რომ სწორი კამპანიის დაგეგმვის შემთხვევაში ბარიერი გადალახონ, მაგრამ მიშას შემცვლელები ვერ იქნებიან. ჩვენ ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, იმიტომ რომ საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით, ჩვენ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. ხალხს ერთმანეთში რომ არ შევეშალოთ ამაზე ვღელავთ, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ამ გაერთიანებას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის და 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.

წაკითხვა 261 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.