" 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ - ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი"- ზურა ჯაფარიძე
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კითხვებს იწვევს „ქართული ოცნების“ ქმედებები და განცხადებები, რომელიც მისი აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.
„კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომლის გამოც, ძალიან მაღალი, 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ის ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევს.
„არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება რომელიმე დემოკრატიულ ინსტიტუტს დათმობს და მისცემს მას დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ამ ხელისუფლების ბუნება არის ასეთი, რომ ძალაუფლების ყველა წერტილი სრულად უნდა გაკონტროლდეს, მათ შორის შეიძლება არც ისე ძალიან პრობლემატური ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ მგონია, რომ ამ პოზიციაზეც საკუთარ კანდიდატს გაუშვებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
