"მეტი ეკლესია კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლა, ეს არის წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა"- რომან გოცირიძე
მეტი ეკლესია კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლა, ეს არის წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე „უბედურ“ ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის
„ერთ ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით ( რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული.
პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არც ერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლოდ ორმოცდაათეულთან ახლოსაა.
რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი შეიძლება საკამათო იყოს, რადგან ბევრ რამეს ისტორიული კონტექსტი განაპირობებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ვერსად გაექცევი.
მეტი ეკლესია კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლა. ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა. სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე “უბედურ” ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის.
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 50 ქვეყანა ყველაზე მეტი რელიგიურობით გამოირჩევა“, – წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი