„გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ სანქციები“- ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მოქმედებს არაფორმალური სანქციები, რის შესახებაც, მისი თქმით, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა გავრცელებულ წერილში.
„ბიძინა ივანიშვილისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, არ ბრუნდება თავისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო ხორციელდება მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით, რაც გამოიხატება ერთგვარი არაფორმალური სანქციების მოქმედებით. გაჩერებული აქვს თანხები შვეიცარიაში. როცა მოდის მერე მუქარა, გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრობისას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ემუქრებიან როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე EPP - ევროპის სახალხო პარტია და ევროპარლამენტის წევრები, შანტაჟი კი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რასაც, კობახიძის თქმით, არ მალავენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„როცა რაღაც გინდა, ასე ირიბად კი არ უნდა წახვიდე შანტაჟზე, პირდაპირ გამოდი და თქვი, რა გინდა. მათ შორის, გამოიყენე შესაბამისი მეთოდები. მთავარი რა არის: როცა სანქცია უკვე დაწესებული გაქვს, შანტაჟი ძალას კარგავს. სასჯელი თუ უკვე აღასრულე, რაღა აზრი აქვს შანტაჟს? ანუ, შანტაჟი ეფექტურია მაშინ, როდესაც ემუქრები ადამიანს სასჯელით. სასჯელი უკვე თუ დააწესე, შანტაჟი არაეფექტური ხდება, ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს, რომ მთავარი ამოცანა არის შანტაჟი. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირდაპირ თქვეს, რაც არის ამ შანტაჟის მიზანი. ერთი ხელით თქვეს, რომ მუშაობენ სანქციების დაწესებაზე და მეორე ხელით, იქვე მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
