"გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულ „ნაცმოძრაობასთან“, ჩვენთვის მეათეხარისხოვანია"
მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება - გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულ „ნაცმოძრაობასთან“,ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ოპოზიციის ე.წ. სამეულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შესაძლებლობაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ეს პოლიტიკური ძალა ერთია, რადგან ისინი დაძაბულობასა და ქაოსზე არიან ორიენტირებულები.
„ჩვენს ჯარს, ჩვენს მაგარ ბიჭებს ფული მოპარეს, ახლა კი ვერ გაიყვეს ომის გამდიდრებული მინისტრის, კეზერაშვილის ფული. მათ ცალკე „ტროიკა“ გამოეყო, რომელთაც თავიანთი დაფინანსება აქვთ - ხოშტარიამ ხომ რუსეთში „კანალი“ გაჭრა და რუსული ფულით ფინანსდება. ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორ ჩამოყალიბდებიან, არ ვიცი. ესენი ყველა ერთნი არიან. ვინც აქცენტირებულია არა ევროინტეგრაციაზე და იმაზე, რომ ქვეყანას ხელი გაუმართოს და გვერდში დაუდგეს, არამედ ორიენტირებული არიან ქაოსზე, დაძაბულობაზე, რევოლუციურ სცენარებზე, ისინი ჩვენთვის ყველა ერთია და რადიკალებს ვუწოდებთ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებშიც კი, 12 პროცენტი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, დანარჩენებს თითო-თითო და ამათგან რა უნდა გამოვიდეს? მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება, პირველი მეორეს ჩაუამხანაგდება, მეორე მესამეს... ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს. ჩვენთვის მეათეხარისხოვანია - გიჟი „ჯაფარა“ და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან ხელმოცარულებთან, „ნაცმოძრაობასთან“. რაც შეეხება მერაბიშვილს, მთავარ მხარდაჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება და მის იმედად იქნები, სხვა მწვალებლებზე რა უნდა თქვა? - აქ არის ბრძოლა „კეზერას“ ფინანსებზე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი