"ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება მხოლოდ თავდაცვის ძალებში"- ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, ყველამ უდნა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადება და მხოლოდ მხოლოდ თავდაცვის ძალებში.
„ძლივს, ძლივს, როგორც იქნა, მთავრობამ გაიღვიძა. თავდაცვის კოდექსი მუშავდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უშუალოდ ვიყავი ჩართული, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი, სწორია. სტუდენტები არ უნდა მიდიოდნენ ყარაულებად არც სახელმწიფო დაცვის პოლიციაში და მით უმეტეს სასჯელაღსრულებაში. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა. ყველამ უნდა გაიაროს ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის დონეზე მომზადება. ისეთ რეგიონში და ისეთ გარემოში ვართ, იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს. საბრძოლო მომზადება უნდა გაიაროს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, არანაირი გამონაკლისები რელიგიური ნიშნით. „გირჩის“ ის რაღაც მავნებლობა იყო და ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს იარაღის ხმარება. მიმაჩნია, ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ თანდათან ქალებმაც გაიარონ საბრძოლო მომზადება, როგორც ფინეთში, ისრაელშია და როგორც ყველა მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყანაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
