"ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოუვიდათ და ახლა შიდასამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი დაიწყეს"
პირდაპირ რომ ვთქვათ, სამოქალაქო ომი უნდათ, რადგან სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ქვეყნის ომში ჩართვა, დესტაბილიზაცია და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს: „ხვალ ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს“.
მამუკა მდინარაძის თქმით, მათ ამისი რესურსი არ აქვთ.
„მათ ახსენეს სამოქალაქო დაპირისპირება, რაც შემთხვევითი არ ყოფილა. სამოქალაქო დაპირისპირებას მხოლოდ ერთი მიზნით, მოტივით ახსენებენ – მათ სხვა გზა არ დარჩათ, თუმცა საბედნიეროდ, ამისი რესურსი არ აქვთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, სამოქალაქო ომი უნდათ, რადგან სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ამ ქვეყნის ომში ჩართვა, დესტაბილიზაცია და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა. მათ ეს სუბიექტური მიზანი ამოძრავებთ. როგორც ჩანს, ეს უკვე გადის სამოქალაქო დაპირისპირების ხაზზე.
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ დღეს, რამდენჯერმე სამოქალაქო ომი ახსენეს. სააკაშვილის სპეცოპერაციით, უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და მათი ლობისტების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებებით, ქვეყანა ომში ჩაერთოთ, ეს არ გამოუვიდათ და ახლა შიდასამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი დაიწყეს და არც ამის რესურსი აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრის უცხოეთში გადაყვანის პრეცედენტს არ იცნობს. მისივე თქმით, საზღვარგარეთ გადაყვანაზე მოთხოვნა კანონის მიღმაა.
„საქართველოს კანონმდებლობა პატიმრის უცხოეთში გადაყვანის პრეცედენტს არ იცნობს. სპეციალურად ითხოვენ ისეთ რაღაცას, რასაც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. ეს ადამიანები იმდენად იტყუებიან, რომ მოთხოვნაც კი კანონმდებლობის ჩარჩოს გარეთ აქვთ. როცა პარტიის ფორმალური თავმჯდომარე ამბობს, კონსტიტუციურ ჩარჩოში ვიმოქმედებთო და მეორე მხრივ, ისეთი მოთხოვნა აქვს, რაც კანონში არსად წერია, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ატყუებ და ისინი უნდა ვამხილოთ, სხვა გზა არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო