"არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას" - ანა წითლიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
ის შიმშილობის მე-11 დღესაც ხელისუფლებას და ყველას, „ვისაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“, მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"მინდა შობა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ "გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ, მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - განაცხადა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
