"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, არ დაუშვათ შეცდომა, თორემ იცოდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით"
ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია.
ია მეტრეველმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა არ უნდა დაუშვას.
ია მეტრეველის თქმით, სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
„სააკაშვილის გათავისუფლება, მისი შეწყალება ყოვლად დაუშვებელია. აქ დგანან ადამიანები, ვიდრე აქამდე მოვედი, ყველა მიყვებოდა თავის გასაჭირს, რა გადაიტანეს მათ, ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც სააკაშვილის ხელი არ შეხებოდა, ის ტირანია არ შეხებოდა, რაც მაშინ ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში. გაგვანადგურა სააკაშვილმა, ერთადერთი შვილი მომიკლა და მასთან ერთად დამარხულია მთელი ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი დები, ვერავინ ვერ ვხარობთ, მას შემდეგ სიცოცხლე დაგვიმთავრდა და საუბედუროდ, ჩემნაირი რამდენია. უკვე აღარც ძალ-ღონე შემწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილისნაირი ბოროტება არასდროს მოვიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წარმოადგენს დიდ ბოროტებას, საშინელ მტერს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ვერასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მე აქ, ამ წუთას ბატონი იური ვაზაგაშვილის, ქალბატონი ირინა ენუქიძის მაგივრადაც ვსაუბრობ. მე დავრჩი ცოცხალი, რადგან ვერ მოასწრეს ჩემი მოკვლა, თორემ ესეც უნდოდათ. მე მათ ვაჟღერებ ამ წუთას, ისინი რომ ყოფილიყვნენ დღეს, ამდენს კიდევ ვერ გაბედავდნენ. იმიტომაც გაისტუმრეს სასწრაფოდ ირინაც და ბატონი იურიც. მინდა, მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საშინელ ვითარებაში ვიცხოვრეთ მთელი ამდენი წლები, როდესაც იყო ტერორი და საშინელი ტერორიზმი ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ტირილამდე მეცინება ხოლმე, როცა გამოდიან ეს თავხედები და იძახიან, რეჟიმი არის ქვეყანაშიო და ციხეებში, სადაც ფუფუნებაში ზის ხალხი, თვითონ სააკაშვილი როგორ ფუფუნებაშია. კიდევ ბედავენ, ამდენს ლაპარაკობენ და ხმას იღებენ. მადლობა თქვას, რომ იმ ციხეში არ არის, რაც თვითონ შექმნა ამ საზიზღარმა ბოროტებამ, რასაც სააკაშვილი წარმოადგენს. მინდა, კიდევ მივმართო ქალბატონ სალომეს, ქალბატონო სალომე, არ დაუშვათ ეგეთი შეცდომა, თორემ იცოდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდგებით დღე და ღამე აქ და ჩვენი შვილების, სააკაშვილის ხელით დახოცილთა სულებს თუ გადაუვლით, აღარ ვიცით, იცოდეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო