რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაში თანამონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რა ფინანსური რესურსით გეგმავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში თანამონაწილეობას.
როგორც ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სახელმწიფოს აღნიშნულის რესურსები გააჩნია, როგორც სახელმწიფო საწარმოების კუთხით, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, ისე განიხილება საპენსიო ფონდის დანაზოგების გამოყენებაც.
„ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორ საკონსულტაციო კომპანიებთან, შერჩეული გვყავს ორი საკონსულტაციო კომპანია ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან იმისთვის, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობები დაგვემუშავებინა და ამ ეტაპისთვის, დამუშავებულია. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაცხადა, რომ უახლოეს ხანებში, მოხდება პროექტის იმპლემენტაცია და ზუსტად ამისთვის ემზადებოდა სამინისტრო, სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობდა კონსულტანტ კომპანიებთან. ასევე, მუშაობდა გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც საჭირო იყო საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილიყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ადეკვატური და პროექტის განხორციელებისთვის ყოფილიყო გამოსაყენებელი. ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი. არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი