"მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა"
მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ყველა უკრაინელი დაიღალა ომისგან, ხოლო დაღლილობისგან - ემოციებია და ისინი უნდა ვაკონტროლოთ ყველამ, მათ შორის მეც. ხანდახან ბევრი რამის თქმა გინდა, მითუმეტეს, როდესაც გაქვს სათქმელი. მაგრამ ყოველ უკრაინელ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს დღეს - მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს. ეს არის - პუტინი და მთელი მისი "რაშისტული" არამზადობა. მტერმა იცის: მისი ერთადერთი შანსია - უკრაინა შიგნიდან დაყოს და აქ შიდა დაპირისპირება მოაწყოს. არ ღირს ამ პროვოკაციებზე აყოლა.
მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა. მას მთელი მსოფლიო უკრავს ტაშს და სწორედ ეს არის ჩვენი გამარჯვების წინაპირობა. ამიტომ პრესკონფერენციაზე ნათქვამი რეპლიკის გამო საკუთარ სტრატეგიაში არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ. მოვისმინე - და დამავიწყდა”, - წერს პოროშენკო.
ცნობისთვის, პოროშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შესახებ ნათქვამ რეპლიკას მოყვა.
“არანაირი გმირი არ ვარ, მაგრამ, ალბათ, რამე მაინც ვქენი… ნატოს იარაღი გვაქვს და ვიბრძვით, იმის ნაცვლად, რომ ხელს ვაწერდეთ მოღალატეობრივ შეთანხმებებს, მინსკის შეთანხმებებს და ა.შ… გავიმარჯვებთ, თუნდაც ასეთი, როგორიც არის, პრეზიდენტით, ხოლო იმასთან, რომელიც იყო, ვერ გავიმარჯვეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა