"ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები, როგორიც მერაბიშვილია"
მერაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არც აქციის ორგანიზატორი იყო და არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, მერაბიშვილს მისდამი ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე დაცვის გარეშე უნდა მივიდეს.
„გასაგებია, ქართველი პოლიტიკოსების სიხარბე, აქციებს ებღლარძუნებიან და ჰგონიათ, ხალხი თვითონ გამოიყვანეს. არ ვიბრალებ, რომ ხალხი მე გამოვიყვანე, მაგრამ საპროტესტო აქციაზე ვიდექი, რადგან აღშფოთებული ვიყავი და პროტესტი მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს სხვებმა უფრო რეალისტურად უნდა შეხედონ. იქ ხალხი არც მერაბიშვილის, არც სააკაშვილის, არც „ნაციონალების“ გამო გამოსულა. ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით რამდენი ადამიანი გამოვიდა, კი ვნახეთ. ორი-სამი კვირა მთელ საქართველოში დადიოდნენ და ჯამში ვნახეთ, რამდენი ადამიანი გამოიყვანეს, 200 კაცი ვერ შეაგროვეს. ეს ხალხი სხვა რამემ გამოიყვანა და ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ, განსაკუთრებით, ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები, როგორიც მერაბიშვილია. რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება. გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს. არც აქციის ორგანიზატორი იყო, არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე. მისდამი ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე თავად მივიდეს დაცვის გარეშე. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, არიან ერთმანეთის შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს აცოცხლებენ. ერთია ლურჯი, მეორე წითელი, თორემ ერთი შინაარსის პოლიტიკური ძალაა. ათი წლის განმავლობაში იმდენად ჟღურტულებდნენ, რომ ყველამ აღმოვაჩინეთ, ახალ თაობას გულზე არც ერთი ეხატება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის