"რაც გუშინ მოხდა, რუსეთს ასუსტებს" - გიგა ბოკერია

ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გამოეხმაურა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ მტრის დასუსტება ყველა პატრიოტს ახარებს.

 

“ყველა საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს ახარებს ჩვენი მტრის დასუსტება, ის რაც რუსეთში მოხდა ამ ქვეყანას ასუსტებს. უმძიმესი დარტყმა ხელისუფლებამ მიიღო. ყველას სურდა, რომ რუსეთს დიდი დარტყმა მიეღო, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ისტორიული ფანჯარა შესაძლებლობის გახსნილია. მთავარია, რომ ჩვენი მტერი დასუსტდეს. ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია ან მოღალატე”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებების გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ. დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერი" მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და "საველე ბანაკებში" ბრუნდება. კრემლში კი განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა.

წაკითხვა 281 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.