ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები - მამუკა მდინარაძე
ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობით, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ.
„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები:
სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!
ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!
პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს!
ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
