"სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება" - ანა ფოტიგა
დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა - სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დამოუკიდებელი ექიმების ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა.
კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, - წერს ფოტიგა.
სიახლეები
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
- "სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“ სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
- 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
