" აბაშიძე კარასინს ასწავლიდა ხრიკებს, რა ფონზე უნდა ყოფილიყო მიღებული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და ძალიან კარგადაც უსწავლია"- რომან გოცირიძე
აბაშიძე კარასინს ასწავლიდა ხრიკებს, რა ფონზე უნდა მიღებულიყო ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება - რუსეთის ინტერესების მსახურება ჩანდა ამ საუბარში, უფროსის წინაშე თავმდაბალი და მორჩილი საუბარი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერიდან ჩანს, რომ აბაშიძე „რუსეთის თამაშს თამაშობდა“.
„თუ ფრენების აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო, მაშინ რატომ აღდგა?! მაგრამ აქ სხვანაირად იყო საუბარი: „ახლა მოდით, არ გავაღიზიანოთ, პოლიტიკური გარემოება ისეთი არ არის, რომ ახლა აღვადგინოთ, მაგრამ მერე აღვადგინოთ, როცა უკეთესი დრო დადგება“. სინამდვილეში, რუსეთის თამაშს თამაშობდა ბატონი აბაშიძე, ხელს უწყობდა რუსეთისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას და ასწავლიდა შესაბამის ხრიკებს, რა ფონზე უნდა ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და ძალიან კარგადაც უსწავლია, ნელ-ნელა, ეშმაკურად შემოგვაპარეს. რუსეთის ინტერესების მსახურება ჩანდა ამ საუბარში, უფროსის წინაშე თავმდაბალი და მორჩილი საუბარი. რაც მთავარია, რუსეთი ყოველთვის აკეთებს მსგავსი ინფორმაციის გაჟონვას. ვინ ჩაიწერა ეს? - აბაშიძე რომ არ იწერდა ფაქტია, იწერს რუსეთის მხარე“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.
აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა