"დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია - სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?" - ბექა ლილუაშვილი
დარჩიაშვილის რიტორიკაში პროგრესია - სიტყვები გასაგებია, მაგრამ საქმე სად არის?! სადაა დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები?! - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრესი მინისტრის გამოსვლაში „კანდიდატის სტატუსის ეფექტია“.
„წინა პერიოდს რომ შევადაროთ დარჩიაშვილის რიტორიკა, პროგრესი არის, მაგრამ ეს კანდიდატის სტატუსის ეფექტია. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს, „ნაცები“ გამოდიან და ეძახიან პრორუსებს, ესენი გამოდიან და საკუთარ თავს პროქართველებს, მაგრამ არავინ მოტყუვდეთ, საითაც ეს ხალხი ძალაუფლების შენარჩუნების და ფულის კეთების რესურსს ნახავს, იქით მიატრიალებს ამ ქვეყანას. ეს საფრთხის შემცველია თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ეს არის კანდიდატის სტატუსის ეფექტი. ასევე საარჩევნო მოლოდინების ფორმულირების საკითხი. სიტყვები გასაგებია, საქმე სად არის?! სად არის დეოკუპაციის სტრატეგია, შიდა რეზოლუციები, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში ადამიანების შეყვანის მოთხოვნა, სად არის სამუშაო ჯგუფები და ამ ქვეყნის რეალური დაახლოება ევროკავშირთან?! ამიტომ ამ განცხადებებიდან, საქმეზე გადავიდეთ თუ შეიძლება!“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
