"რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის" - კახა კალაძე
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.
მერის თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, გაგრძელდება. ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, რომ დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი. არც ვფიქრობ მაგ თემაზე. ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის. რაღაც ვერ გაინაწილებს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა, არ ვიცი.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად და როგორც იქნება, ეს არც მე და ვფიქრობ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
