"პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა" – იაგო ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება - გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა.

 

"ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილსააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების, საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ აზრის გამოთქმას ხომ არ დაუშლი გიორგი გახარია?! ჩემი საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილი სად მოიხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება, შესაბამისად, იმის თქმა, რომ კარგად არის და ვინმეს შურს, არადამაჯერებელია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

 

როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

 

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

წაკითხვა 282 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 21 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.