" საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, ამავე დროს, გავითვალისწინებთ ყველა რისკს, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს" - ლევან დავითაშვილი
საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული. საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, გათვალისწინებული და აღკვეთილი იქნება ყველა ის რისკი, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს.
ლევან დავითაშვილს ჟურნალისტმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაუსვა კითხვა.
„რაც შეეხება ამ რისკს, კონკრეტული შემთხვევები თუ იქნა, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ. ზოგადი მსჯელობა უსაფუძვლოა. ეს არის ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ჩვენ მოგვისმენია ბევრი უსაფუძვლო განცხადება, მათ შორის ბევრი უსაფუძვლო ბრალდებაც, იგივე ხელისუფლების მიმართ. როგორი უსაფუძვლო და ცრუც იყო ყველა ის ბრალდება, ესეც არის ცრუ და უსაფუძვლო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი