"გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგიც იშლება - ეს ხალხი „ნაცმოძრაობაში“ დაბადებული „დაკარგულები“ არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ" - კახა კალაძე
გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება. მას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბადებული „დაკარგულები“ არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ .
მისი თქმით, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და „ვისაც ყველაზე ნაკლებად შეუძლია ხალხის მხარდაჭერაზე საუბარი, არის სალომე ზურაბიშვილი “.
„არ ვიცი, ვინ აპირებს გაერთიანებას, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გადახედავთ მათ აწმყოს და წარსულს. ეს ხალხი "ნაცმოძრაობაში" დაბადებული "დაკარგულები" არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ, ვინ სად გაერთიანებულია, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.სალომე ზურაბიშვილს ყველაზე ნაკლებად შეუძლია ხალხის მხარდაჭერაზე საუბარი. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, იქნება ისინი ერთიან თუ განცალკევებულად, მათი უმნიშვნელოვანესი ქმედება იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
