"უნდათ, ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბონ და ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენონ" - პაატა მანჯგალაძე
ამ დოკუმენტის მიზანი არის ცრუ საქმე, მეტი არაფერი, სინამდვილეში შინაარსი არ გააჩნია - უნდათ, ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ სტრუქტურად ჩამოაყალიბონ და ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენონ, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არ ახორციელებს არანაირ მოკვლევას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნული დოკუმენტით „დეკორატიული ცვლილებები" შემოაქვს.
„რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს - "ქართული ოცნება" აგრძელებს თვალთმაქცობას ვითომ რეკომენდაციებს და 9 პირობას ასრულებს, მაშინ როდესაც პირდაპირ არის მოთხოვნილი, რომ უწყება უნდა იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ კორუფცია პირდაპირ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ასევე, უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. მათ შექმნეს უწყება საგამოძიებო ფუნქციების გარეშე და თან მთავრობაზე დამოკიდებული.
ბიძინა ივანიშვილი ფლობს საქართველოში რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას და ოფშორებში კიდევ ამდენს, დაინტერესდა თუ არა „დამოუკიდებელი" ანტიკორუფციული ბიურო ბიძინა ივანიშვილის ფირმებით? ბიძინა ივანიშვილი დიახაც, არის პირი, რომელიც გათანაბრებულია პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთან. ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველათი დაინტერესდა, წარმოგიდგენიათ? ეს სამსახური რაღაც რეპრესიულ სტრუქტურად უნდა ჩამოაყალიბონ და უნდა გამოიყენონ ოპოზიციის დევნისთვის, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არ ახორციელებს არანაირ მოკვლევას," - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
