„ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს"- მამუკა მდინარაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თქვეს, ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვაო. დეზინფორმაციის რა ხასისხთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს.
„ამ წუთში, თინა ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია, რადგან იმ 800 ათასში ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის სხდომათა დარბაზში არ არის. ამ განცხადებას უცხოეთიდან აკეთებს. მეც ვიყავი წასული წელიწადნახევრის წინ და მათი ლოგიკით ისინი უკან არ შემოსულან. ეს ყველაფერი დაბეჭდეს და სახლში ბუკლეტი დამხვდა, ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვაო. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ხალხს ამ სიგიჟეს აჯერებენ. ადამიანებს თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს. ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვებათ, რადგან 800 ათასი ადამიანი რომ გავიდა, 800 ათასიდან მეტი ან ნაკლები შემოვიდა – შეიძლება, რამდენიმე ასეულით მეტი ან ნაკლები ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო არ გვაქვს. გონიათ, მოსახლეობამ სიტყვა სალდო არ იცის. 2022 წლის ბოლოს 50 ათასი იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და თურმე, არავინ არ შემოსულა უკან. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის? არც მე ვყოფილვარ აქ, წასული რომ ვიყავი და ჩამოვედი“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს