"მზადება იმისკენ მიდის, რომ ყოფილი თანაგუნდელები სააკაშვილსა და კეზერაშვილს სარფიანად ევაჭრონ"- იაგო ხვიჩია
ვფიქრობ, მზადება იმისკენ მიდის, რომ ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილს სარფიანად ევაჭრონ, თორემ არჩევნებზე „ნაცების“ ორზე მეტი პარტიით გასვლა მომგებიანი არ იქნება, ამ რისკებზე საუბრობს სააკაშვილიც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თუ გვარამია-მელიას ცალკე გასვლა უნდათ, კიდევ უნდა შეიერთონ დანარჩენი „ნაცური“ პარტიები.
„„Ნაცებს“ არჩევნებზე ორი პარტიით გასვლა შეუძლიათ, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „ხალხის ძალა“ მეორე ძალად ჰყავდეს. ზოგადად, ეს ქართველი პოლიტიკოსების უცნაური ვნებაა, როცა ერთი პარტია არ ჰყოფნით და მეტი უნდათ. „ნაცურ“ გაერთიანებაში „ლელოსა“ და ზურაბ ჯაფარიძეს ვხედავ, ეს იქნება გვარამიასთან თუ პირდაპირ მიშასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ხმების არდაკარგვისთვის კარგი იქნება, თუ ასე გადანაწილდებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, ახალ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
