"რასაც ვუყურებ, საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია - ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე „გაპიდარასტება"

რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია - არ ვიცი, აღმოჩნდება თუ არა მომდევნო მოწვევის პარლამენტში ადამიანი, ვისაც ერთხელ ტვინი აემღვრა და რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ არ აღმოჩნდება არც იქ, ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე “გაპიდარასტება”, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საზოგადოებას აღნიშნული თემა ნაკლებად აინტერესებს.

“არ ვიცი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რამდენად იქნება შესაძლებელი, რადგან, როგორც იცით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, “ნაცების” მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი “ნაცები” წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხვიჩია შემდეგნაირად პასუხობს:

“მხოლოდ მას შემდეგ, თუ “ქართული ოცნების” და სულში ჩამწვდომი მზერით მეტყვის: “თქვენ არ იცით, რა საფრთხეს ვებრძვით ახლა, მე შემემთხვა ეს საფრთხე და თავის დროზე რომ არ იყო აკრძალული ლგბტ პროპაგანდა, ამან ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეცვალა.

როცა ამას იტყვიან, მერე ვეცდები მათ მდგომარეობაში შევიდე და წარმოვიდგინო, რა უბედურება შეიძლება დაემართოს ადამიანს ლგბტ პროპაგანდის შედეგად. მე ასეთი ტიპის საფრთხე არ მემუქრება და არასდროს მიმაჩნდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად, ვისაც ლგბტ პროპაგანდის შედეგად რამე შეეცვლებოდა”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

წაკითხვა 201 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.