"რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე"

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერს რაც შეეხება, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი.

„ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი. არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით, უნდა ზრუნავდნენ, მაგალითად, აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცა ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს. მეგობრის თხოვნას, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არუზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში ვერ მივიღებთ, ვინაიდან ისინი ეფუძნება სრულიად არაევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს და სინამდვილეში შანტაჟის მცდელობას არც ჩვენთვის აქვს რაიმე ფასი და არც ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

 
წაკითხვა 245 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.