"83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს" - თამარ კორძაია
83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, თამარ კორძაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა დააანონსა, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს თუ რამე დაემართება მისი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება.
„ერთი საათით ადრე ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენ მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე. რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ“, - განახადა თამარ კორძაიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
