"ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, ვალდებულებაა, ებრძოლონ და მოუგონ.
“ერთადერთი ომის პარტია მოსკოვში არის. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
“გლობალური ომის პარტიის” შესახებ ნარატივზე კომენტარი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნულს „ყალბი“ მიმართულება უწოდა.
“ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია, ყალბი და მცდარი მიმართულებაა.
არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილი, არსებობს იგივე ღირებულებების გაზიარების დიდი სურვილი, და ამ სამყაროში კრემლის ნარატივების ადგილი არ არის”, - განაცხადა ცაჰკნამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
