"გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს - ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული " -პრემიერი
გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიპლომატის ეს განცხადება ანტიქართულია.
„ახალ ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე“ და შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.
ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება” - ირაკლი შენგელია
- „ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- “თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
- ტორტი „ესპრესო“
- “საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ” - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე