"მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა"
ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია კარგი სანახავი არ არის და საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება, ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა.
„ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სიმშვიდე გვჭირდება, სიტუაციას დამშვიდება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარტიებმა, თუ რამის თავი აქვთ, მოემზადონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ეს დაძაბული ველი, რაც დღეს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არ არის და საჭიროა დამშვიდება, დაწყნარება და ცივილიზებული ფორმებით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა, ეს უნდა იყოს მთავარი. თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ ევროპა (არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპისთვის და ევროპელობისთვის) და უნდა რაღაც შეცვალონ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ. შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რიტორიკა უნდა შეიცვალონ. შევახსენებთ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ და წყნარად {იყვნენ}“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"