"იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ დროა, მის მიერ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ და გაერიდოთ"- პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება ამ ქვეყანაში მაინც დაიტოვონ.
გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
„ვკითხულობ „ქართული ოცნების“ განცხადებებს და კიდევ ვერ ხვდებიან საკუთარი თავი და ქვეყანა რა მასშტაბის მავნებლობაში ჩააგდეს, ვიდრე ამ სულელურ განცხადებებს გააკეთებთ, ის მაინც იკითხეთ, სად ან ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები ან მთავრობები, ვინც ამერიკას ამ ფორმით დაუპირისპირდა.
ან რა სუვერენიტეტს იცავთ? თავისუფლების ფლაგმანი ქვეყნისგან, ამერიკისგან, ან რა ურთიერთობის გადახედვას აპირებთ ამერიკასთან, რომელიც არის ერთიანი, სუვერენული საქართველოს მხარდამჭერი და დამცველი? ან ვის ატყუებთ, რომ თქვენ კანონის მიღების და პოლიციელები წესრიგის დაცვისთვის დაგასანქცირეს?
მართლა მაინტერესებს, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ 20-25 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკისგან იცავთ საქართველოს, როცა რუსეთის ყოველდღიურ ბორდერიზაციაზე და მკვლელობებზე ხმა არ ამოგიღიათ არასდროს?
თქვენ იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ ის დროა ამისთვის, მის მიერ წინასწარ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ, ივანიშვილსაც გაერიდოთ და ღალატის გზაზე დამდგარ თქვენს პარტიასაც.
მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე.
საქართველო აუცილებლად ევროკავშირის წევრი გახდება. თქვენ კი შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება ამ ქვეყანაში მაინც დაიტოვოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
