"პუტინის ულტიმატუმი იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ყველაფერი დასრულდებაო, თუმცა მერე იყო პოლონეთის და ევროპის ოკუპაცია"
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.
ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს არა მარტო ოკუპირებული, არამედ უკრაინის ტერიტორიის მთლიანად ხელში ჩაგდება.
„ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა: „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.
როგორც პუტინმა თქვა, დიალოგის დაწყებისთვის საჭიროა, უკრაინამ ჯარები გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, ყველა დასავლური ანტირუსული სანქცია უნდა მოიხსნას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.
პუტინის თქმით, რუსეთი ასევე დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას იძლევა, თუ ასეთი გადაწყვეტილება კიევში იქნება მიღებული.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს.
მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"