"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე" - სალომე ზურაბიშვილი
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ მაია სანდუს მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„მივულოცე ქალბატონ პრეზიდენტს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე,” - წერს ზურაბიშვილი.
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
