" ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ - არა, აშშ-ის ელჩი პასუხისმგებელია ორმხრივ ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე " - დავით უსუფაშვილი
ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ – არა, აშშ-ის ელჩი პასუხისმგებელია ორმხრივ ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, „რთული გასაგებია, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა“.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ რაც ჩაიდინა, რთული გასაგებია, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული. ეს ეხება ვიზებსაც, შეეხება ინვესტიციებსაც, სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც. „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელმა ძალამ გვითხრა, მერე რა, გაუქმდეს ყველაფერი, თუ რამე სახის პარტნიორობა გვაქვსო ამერიკასთან, დასავლეთთან, ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყანასო. ასე მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ – არა. საქართველოში აშშ-ის ელჩი პასუხისმგებელია ორმხრივ ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღეს პარტია „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა: „ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, თუნდაც ეს მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი „სტრატეგიული პარტნიორობის“ გადახედვად დაგვიჯდეს“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილი სტრატეგიული კომუნიკაციით იყოთ დაინტერესებულნი, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ვიზების გაცემის სტატისტიკით სამარცხვინოდ არ იქნებოდნენ ავღანეთის გვერდით“.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.
სიახლეები
- სპაგეტისა და გუფთის წვნიანი
- "საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა"- ლევან იოსელიანი
- "ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა"- კუპრაძე – მანდატების ჩახსნაზე
- “როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე, მანდატების ჩახსნაზე საუბარს” – ბექა ლილუაშვილი
- "საბოლოოდ ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ"- კახა კალაძე